საბავშვო საერთაშორისო ფესტივალი..
საბავშვო საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს ნიჟარა" გალა კონცერტით დაიხურა. საქართველოში პირველი საბავშვო საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს ნიჟარა" , რომელიც განმუხურში 4 დღის განმავლობაში ტადებოდა გალა კონცერტით დასრულდა. ფესტივალს "golden shell" 7 ქვეყნიდან წარმოდგენილი კომპეტენტური ჟიური აფასებდა. ლატვია, ბელორუსია, უკრაინა,რუსეთი,ყაზახეთი.ესტონეთი,საქართველო, ეს ის ქვეყნებია რომლებიც ნაციონალური სიმღერებით ცდილობდნენ ჟიურის მოხიბვლას და გამარჯვების მოპოვებას. კონკურსანტები განმუხურის ამფითეატრში რიგ--რიგობით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და პუბლიკისგან მქუხარე აპლოდისმენტებსაც იღებდნენ. განსაკუთრებული ემოცია და მაყურებლის აღფრთოვანება რუსეთიდან წარმოდგენილი კონკურსანტის მიერ შესრულებულმა ქართულმა სიმღერამ გამოიწვია. საშამ ქართველ მაყურებელს საკმაოდ გაჰიტებული ქართული სიმღერა თეთრი გედი შესთავაზა და გრამპრიც მოიპოვა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში კონკურსანტები როგორც ჟიურიმ ასევე ფესტივალის ორგანიზატორებმა სიმბოლური საჩუქრით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნიჟარით დააჯილდოვეს. მოგვიანებით განმუხურის ამფი თეატრის სცენა სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა სტუმრებმაც დაიპყრეს . გალა კონცერტის დასასრულს კი მაყურებლის განწყობაზე dj artur projeqtma იზრუნა და მთელი რამის განმავლობაში მათ ჰაუსურ სიმღერებს სთავაზობდა საერთაშორისო საბავშვო--მუსიკალური ფესტივალს „ოქროს ნიჟარას" ორგანიზება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სქაი ფრომოუშენმა გაუწია. ფესტივალმა სტარტი საკმაოდ წარმატებით აიღო და ყოველ წელიწადს გაიმართება. http://www.odishi.ge/ / odishitv
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საბავშვო თეატრის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიბლიოთეკა - ბოლონიის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი
Ajara TV
საერთაშორისო საბავშვო თეატრალური ფესტივალი ,,თაობა'' დასრულდ...
TV IMEDI
საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი/“დ...
რადიო იმედი
საქართველოში პირველი საერთაშორისო...
odishitv
საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია 2018“ დახურვის ცერემონია (გ...
Stars TV
საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს საწმისი 2018“ ბათუმში
Stars TV
საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია 2018“ ფოთში
Stars TV