გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები

10.06.2015 01:15

10 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური სიგელები და საჩუქრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია ECOVISION-ის ხელმძღვანელმა ნინო სულხანიშვილმა გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი ესწრებოდა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურმა კონკურსმა - „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი“, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა სახელოდებით - „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები“ ქვეყნის სკოლებში უპრეცედენტო პოპულარობა მოიპოვა. კონკურსში ჩართულმა თითოეულმა მოსწავლემ, კონკურსის თემიდან გამომიდინარე, საკუთარ რეგიონში თუ სოფელში მოიძია, დააფიქსირა, აღწერა და ფოტო და ვიდეო ფიქსაციის მეშვეობით წარმოადგინა ბუნებასთან დაკავშირებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და წინაპრებიდან მოღწეული ბუნებრივი რესურსების გამოყენების უძველესი მეთოდები. წელს კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 200-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. კონკურსის შედეგად კი, 42 სკოლის 59 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. კონკურსის მონაწილე 200-ზე მეტ საუკეთესო ავტორსა და მათ ხელმძღვანელს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება მიენიჭა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ტურიზმის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
01:36

ტურიზმის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი

culturegovge culturegovge

MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო სასკოლო პროექტის SPARE ფარგლებში
01:20

MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო სასკოლო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყის მონიტორინგზე მსჯელობა გაიმართა
01:10

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ტყის მონიტორინგის საკითხებზე მსჯელობა გაიმართა
01:13

MOE: ტყის მონიტორინგის საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა დამოუკიდებელ სატყეო ექსპერტებთან ტყის მონიტორინგის საკითხებზე
01:10

MOE: შეხვედრა დამოუკიდებელ სატყეო ექსპერტებთან ტყის მონიტორი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს გარემოს დაცვაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
01:44

რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს გარემოს დაცვაზე ტრენინგი ჩაუტ...

Radio Atinati

ასოცირების  შესახებ შეთახმება
01:38

ასოცირების შესახებ შეთახმება

გავიგუდეთ

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სატყეო დოკუმენტის განხილვა გაიმართა
01:09

MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო