რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს გარემოს დაცვაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სამეგრელოს რეგიონში მომუშავე მედია საშუალებებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა„ ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა. ჟურნალისტებთან შეხვედრა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, სადაც მათ გარემოს დაცვის საკითხებსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრაქტიკის დანერგვაზე ესაუბრნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ. „დღეს მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბილმრავლფეროვნების, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვის, ალტერნატიული ენერგიის წყაროების და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. ამასთან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ჩართულობა ანაკლიაში პორტის მშენებლობისას, რამდენად იქნება დაცული ბიომრავალფეროვნება, ნარჩენების მართვა და სხვა გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები“ , - განაცხადა ჩხობაძემ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სამეგრელოში არსებულ ენდემური სახეობების დაცვის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. „სამეგრელოში ენდემური ჯიშების სიმრავლეა, თუმცა არსებობს მათი გადაშენების საფრთხე, რასაც ხელს უწყობს ინოვაზიური სახეობების შემოსვლა, კლიმატის ცვლილება, გადაჭარბებული ტყის ექსპლუატაცია და ძოვება“, -აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა მარინა ჟორდანიამ. ტრენინგი პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონვენციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში „ ფარგლებში გაიმართა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ
Radio Atinati
რამდენად თავისუფალია მედია?
ტელეკომპანია თანამგზავრი
აჭარის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები ყვებიან წინაშე არსებულ...
ბათუმელები / Batumelebi
"ტურიზმი აფხაზეთში" \u0026 "საქართველო - ტურიზმი და პანდემია...
Studio Re - სტუდია რე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში მომუშავე მედპ...
Ajara TV
აგროჟურნალისტთა ასოციაციამ რეგიონულ მედიასთან შეხვედრა გამარ...
Radio Atinati
დევნილთა სამინისტროს საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში
Radio Atinati
აჭარაში გიდები ტურისტული დიპლომატიის კურსს გადიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster