ტურიზმის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა 11 აპრილს, საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში" იხსნება ტურიზმის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უკვე მეორედ იმართება ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი `ექსპო ჯორჯია". გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია. გამოფენაზე ადგილობრივი კომპანიების გვერდით წარმოდგენილნი არიან უცხოური კომპანიებიც: სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან. ფესტივალის გახსნას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების კოორდინატორი ბექა ჯაყელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და სხვა მოწვეული სტუმრები. ფესტივალის ფარგლებში გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებს 60-მდე ხალხური რეწვის ოსტატი და რეგიონებიდან ჩამოსული ხელოვანები, ასევე გაიმართება მასტერ-კლასები ქარგულობასა და ხატვაში.. მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ იხილონ თიხის ქოთნის ამოყვანის პროცესი. გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია", მე -- 11 პავილიონი http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თბილისში მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თბილისის მოდის კვირეული იწყება
culturegovge culturegovge
რატომ ჩაგრავს სახელმწიფო სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ტაბაწყურ...
Mtisambebi / მთის ამბები
ყინწვისის მონასტერი / Kintsvisi Monastery
Lasha Mtvaradze
ტურიზმის მე-4 კონფერენცია WELCOME TO GEORGIA ტურიზმის ეროვნუ...
Music Box
"ღია სტუდია" 02.12.15 ინკლუზიური ტურიზმის მე-3 საერთაშორისო...
Georgian Public Radio
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა
culturegovge culturegovge
Colors of Ajara- აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მე-4 საიმიჯო...
POS TV