თბილისის მოდის კვირეული იწყება
16 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თბილისის მოდის კვირეულის რიგით 11-ე სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი თაკო ჩხეიძე გაუძღვნენ. 16-19 აპრილს, ჰონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ უმასპინძლებს. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს და გრანდიოზულ 28 მეტრიანი პოდიუმს, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება. 16 აპრილს 18:00 საათზე კვირეულის გახსნის „Project ART BEAT“, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანს ნიკა სახანბერიძეს. ვარდების მოედანზე განთავსდება დიდი კონტეინერი, რომელშიც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართება; 19:00 საათზე გაიმართება მოდის სახლ „მატერია“-ს დიზაინერის ალექსანდრე ახალკაციშვილის 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება. 20:00 საათზე პოდიუმს ლელა ელოშვილი დაიკავებს. ბრენდი „ელოში“ თბილისის მოდის კვირეულის პოდიუმზე უკვე მეორედ წარდგება. თბილისის ფოტო ფესტივალის ორგანიზებით 16 აპრილს, 21:00 საათზე ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნება, გამოფენა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მოდის კვირეული იწყება - რას ვნახავთ Tbilisi Fashion...
Music Box
თბილისის მოდის კვირეული იწყება - ნინო რამიშვილის კოსტიუმების...
Music Box
მოდის კვირეული როგორც ტურისტული პროდუქტი
შუადღე GDS / shuadge GDS
ერთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის მოდის კვირეული იწყება
სხვა შუადღე
თბილისის მოდის კვირეულის 17 სეზონი იწყება
Music Box
„მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეული იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოდის აურზაური იწყება. თბილისის მოდის კვირეული 18-დან 21 ოქტ...
Music Box
თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იწყება - დიზაინერები,...
Music Box