მოდის აურზაური იწყება. თბილისის მოდის კვირეული 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

04.10.2018 04:36

დღევანდელ საქართველოში მეტად აქტუალურია ჩაცმის სტილი და მოდაც უფრო და უფრო ვითარდება. თბილისის მოდის კვირეული ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოლულარიზაციას კვლავ აგრძელებს. კვირეულის მე-18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და ამჯერად 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის ქარხანა ნომერი 1 უმასპინძლებს. თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას არც ამჯერად უღალატებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდას მსახიობ ბელა მირიანაშილს მიუძღვნის. ღონისძიება 18 ოქტომბერს მთაწმინდაზე ჩატარდება. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: