თავი 3
გარემოს დაცვა
მუხლი 301
მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვის საკითხებზე, რითიც წვლილს შეიტანენ მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების განხორციელებაში. გარემოს გაძლიერებული დაცვა სარგებელს მოუტანს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდის გზით, ასევე, თანამედროვე, სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ეკოლოგიურად მდგრადი მოდელების ჩამოყალიბებას. თანამშრომლობა წარიმართება მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლიანობის ისევე, როგორც გარემოს დაცვის სფეროში მხარეებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებისა და მრავალმხრივი შეთანხმებების გათვალისწინებით.
მუხლი 302
1. თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და საერთაშორისო დონეზე ძალისხმევის ხელშეწყობას, გარემოს დაცვის რეგიონულ ან გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
(a) გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები, მათ შორის სტრატეგიული დაგეგმვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოს სტრატეგიული შეფასება, განათლება და ტრეინინგი, მონიტორინგი და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემები, ზედამხედველობა და აღსრულება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, გარემოსთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლა, ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობა, გარემოს შესახებ ინფორმაციის საჯაროობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ადმინისტრაციული და სამართლებრივი განხილვის ეფექტიანი პროცედურები;
(b) ჰაერის ხარისხი;
(c) წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, მათ შორის წყალდიდობის რისკის მართვა, წყლის რესურსების სიმწირე და გვალვები, ასევე საზღვაო გარემო;
(d) ნარჩენების მართვა;
(e) ბუნების დაცვა, მათ შორის, სატყეო მეურნეობა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია;
(f) ინდუსტრიული დაბინძურება და ინდუსტრიული საფრთხეები; და
(g) ქიმიური ნივთიერებების მართვა;
2. თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირებას არა მხოლოდ გარემოსდაცვით პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკის სხვა სფეროებშიც.
წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/vie...