ბიძინა ივანიშვილმა ქონება საქველმოქმედო ფონდს გადასცა

12.01.2021 07:14

პოლიტიკიდან წასვლის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი, ოჯახთან შეთანხმებით, უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს - ივანიშვილების ოჯახის ქონების ძირითადი ნაწილი სრულად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. პირადი მატერიალური აქტივის 90 პროცენტის „ფონდ ქართუს“ ბალანსზე გადაფორმება უკვე დაწყებულია. საქველმოქმედო ფონდის ბალანსზე სულ 28 ობიექტი გადავა. მათ შორის ათეულობით კომერციული და საოფისე ფართი, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჯამში საუბარია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის ქონებაზე, რომელსაც „ფონდი ქართუ“ განკარგავს.  ბიძინა ივანიშვილის მორიგმა გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები უკვე გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელ საერთაშორისო სანქციებზე საუბრობს და ქონების გადაფორმების პროცესს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. მმართველ გუნდში კი ოპონენტების მხრიდან დღეს გაკეთებულ განცხადებებს მორიგ აბსურდად აფასებენ. ანა ბროლაძე გიამბობთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ღამის კურიერი - მეორედ წასვლა პოლიტიკიდან - მოსალოდნელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლა
57:48

ღამის კურიერი - მეორედ წასვლა პოლიტიკიდან - მოსალოდნელია თუ...

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
03:08

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართუს“ განცხადება
01:22

„ქართუს“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება
02:48

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ივანიშვილმა გადაწყვიტა დაიმალოს, პასუხისმგებლოს გაექცეს და ძალაუფლება შეინარჩუნოს - უგულავა
30:54

ივანიშვილმა გადაწყვიტა დაიმალოს, პასუხისმგებლოს გაექცეს და ძ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ივანიშვილმა ქონების გადასარჩენად „ოცნებას“ პარლამენტში კანონპროექტი მიაღებინა
04:18

ივანიშვილმა ქონების გადასარჩენად „ოცნებას“ პარლამენტში კანონ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ივანიშვილის მიწები და ახალი სამიზნე - ოლიგარქი ჩაქვში სუს-ის საიდუმლო ბაზაზე ხეებს ეხუტებოდა
14:41

ივანიშვილის მიწები და ახალი სამიზნე - ოლიგარქი ჩაქვში სუს-ის...

adjara unm

ფრანგული გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე
01:45

ფრანგული გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო