ივანიშვილის მიწები და ახალი სამიზნე - ოლიგარქი ჩაქვში სუს-ის საიდუმლო ბაზაზე ხეებს ეხუტებოდა
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში, დაახლოებით, 45 მილიონი კვ. მეტრი ტერიტორია გადაიფორმა. ქართული ოცნების თავმჯდომარე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას ფლობს. ირკვევა, რომ ჩაქვში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ბაზით დაინტერესდა და ტერიტორიის შეძენას აპირებს. შაბათის კურიერმა ექსკლუზიურად სტრატეგიულ სიმაღლეზე განთავსებული დაზვერვის ობიექტის კადრებიც გადაიღო, სადაც ჩანს სატვირთო სპეცმანქანა, რომელსაც ტერიტორიიდან ინვენტარი გააქვს. ადგილობრივებმა კურიერის ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ნახეს, თუ როგორ შევიდა #ბიძინა_ივანიშვილი ბაზაზე, ტანმაღალი ხეები აზომა და შემდეგ ევკალიპტებს ჩაეხუტა და მათ ეფერებოდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ჩაქვში ბაზა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, უქმდება. ხეების ტრანსპორტირებისთვის ტერიტორიაზე არსებული შენობები ხელისშემშლელია, ამიტომაც ისინი უნდა გაქრეს, ამის შემდეგ დაცარიელებული და გამოუყენებელი ტერიტორია კი გასხვისდეს. კურიერის ინფორმაციით, ბაზის დასაშლელად უკვე ყველაფერი გაამზადეს. 34627 კვადრატული მეტრი ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, თუმცა, დოკუმენტების თანახმად, 17 შენობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარგებლობს და იქ სუს-ის საიდუმლო ბაზაა. ივანიშვილი აჭარა-გურიის რეგიონში, დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე კვადრატულ მეტრს ფლობს, #შავი_ზღვის_სანაპირო ზე საუკეთესო ტერიტორიები ქართული ოცნების თავმჯდომარემ ნაწილ-ნაწილ იყიდა. 2012 წლიდან დღემდე მან 108 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია შეიძინა. 36 ათასი კვადრატი აქვს ბოტანიკური ბაღისმიმდებარედ და 13 ათასზე მეტი - #მწვანე_კონცხი (ზე.) ზუსტად იმის დათვალა, თუ რამდენი მილიონი კვადრატული მეტრი მიწაა ივანიშვილის საკუთრებაში, შეუძლებელია. ის ქონებას მისი, ოჯახი წევრების, ნათესავების, კომპანიების, შვილობილი კომპანიების და ოფშორში რეგისტრირებული ფირმების სახელზე აფორმებს. #ოპოზიცია მხოლოდ სავარაუდო მონაცემები დაჯამება შეძლო. ივანიშვილის საკუთრებაში 45 მილიონ კვადრატული მეტრი მიწაა, რაც ასჯერ მეტია, ვიდრე ვატიკანი. მიწის დიდ ნაწილს ქართული ოცნების თავმჯდომარე და მასთან დაკავშირებული ფირმები ხელში სიმბოლურ ფასად იგდებენ. #ლაგუნა_ვერე ივანიშვილის მმართველობის სიმბოლოა. ქალაქის ცენტრში 10 ათასობით კვადრატული ტერიტორია მან ხელში წლების წინ ჩაიგდო. თბილისის მთავარი საცურაო აუზი მიწით არის სავსე, მიმდებარე ტერიტორია კი სხვადასხვა მცირე მეწარმეებს აქვთ ნაქირავები. ივანიშვილს ეკუთვნის #თბილისი-ს ძველი იპოდრომიც. 299 243 კვადრატული მეტრი მიტოვებულია. ივანიშვილმა ერთ ლარად ჩაიგდო ხელში გლდანში 33 ათასი კვადრატული მეტრი მიწა. #ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ თბილისში, პუშკინის სკვერში, 1900 კვ. მეტრზე ავტოსადგომი განთავსდებოდა. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ავტოსადგომი 1100 კვ. მეტრზე განთავსდება, ხოლო დანარჩენი ტერიტორია შენობა-ნაგებობებს დაეთმობა. იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქი შეთანხმებას დაარღვევს, 100 ლარით დაჯარიმდება. ქართული ოცნების თავმჯდომარის ბოლო სამიზნე აბასთუმანია. ზაფხულში დასასვენებლად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა მიწების შეძენა იქ სასწრაფო წესით დაიწყო. ამ ეტაპზე მან აბასთუმანში ჯერ მხოლოდ 14 000 კვ.მეტრის შეძენა მოასწრო, თუმცა, ეს პროცესი გრძელდება. ივანიშვილის სამიზნე აბასთუმანში კლინიკის ტერიტორია გახდა, სადაც გასული საუკუნიდან ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობდნენ. ახლა კლინიკას, რომელთანაც ფიჭვნარი მდებარეობდა, სოფლის განაპირას, კლდეზე აშენებენ. გამწვანებულ ზონაში კი ივანიშვილის რეზიდენცია იქნება. გურიაში, მიწების უდიდესი ნაწილი ბერა ივანიშვილის სახელზეა - ჯამში სულ 1 140 000 კვადრატულ მეტრზე მეტი. 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირი მიყიდვის გზით მიიღო 350 ათასი კვადრატული მეტრი მიწა გარდაბანში და 39 ათასი - განმუხურში. ქონების ნაწილი ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაშია. საკურორტო ზონები ივანიშვილის ერთადერთი სამიზნე არ არის, წლიდან წლამდე მის საკუთრებაში გადადის სახნავ-სათესი მიწები სამეგრელოში. მხოლოდ აბაშაში მან 10 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა შეიძინა.
adjara unm-ის სხვა ვიდეოები
01:07
ბათუმის ახალი სასაფლო, რომელიც არ დასრულდა...
00:57
ენმ მერიას მიმართავს რივიერას ტერიტორია გამოისყიდო...
01:23
ხათუნა ბერიძე - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მთავრობის...
01:19
40 ათას 163 ლარი 6 მოსაცდელის რეაბილიტაციისთვის
01:02
ლევან ანთაძე _ თუ ასე გაგრძელდა ვაქცინაციის გეგმის...
03:28
ტერენტი გრანელის გამო დაწყებული ხელჩართული ჩხუბი
05:48
ლევან ანთაძე - აჭარის ბიუჯეტის შესახებ
01:36
აჭარის საგზაო დეპარტამენტი ინერტულ მასალას უკანონო...
მსგავსი ვიდეოები
ინალ ხაშიგი, ასტამურ ტანია - აფხაზეთი საკავშირო სახელმწიფოში...
JAMnews ქართულად
ივანიშვილის სანქციები, 9 მაისი და „მიწის იჯარა“ - ⚡ განკითხ...
რადიო თავისუფლება
ილო ბეროშვილის ღამის შოუ - ეპიზოდი #11 | სეზონი #04
მისაბაძი კომუნისტები და სხვა მითები
ილო ბეროშვილის ღამის შოუ - ქართული ოცნების ფარული აუდიოჩანაწ...
C NIGHT SHOW
როგორ გავერკვეთ პოლიტიკაში (პოლიტ. კომპასი)
ნეკერჩხალი
საპროტესტო აქცია შეკვეთილში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვირის საუკეთესო ქართული ქოუბები #22
Sarcasm Geo