ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

24.03.2015 02:48

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარზეიმით ამცნო საქართველოს თავისი ახალი ინიციატივების „აწარმოე საქართველოში“ და თანაინვესტირების ფონდის შესახებ. ამ ახალი ინიციატივების აზრი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, როგორც ჩვენ გუშინ წარმოგიდგინეთ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროგრამები თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. 2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის #1477 დადგენილებით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას“ (ს/კ 404469865). სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაცია“ 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით მისი 100% წილის მფლობელი შპს „ჯი სი ეფ პარტნიიორებია“. თავის მხრივ „ჯი სი ეფ პარტნიორის“ მფლობელები 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა. ფაქტობრივად მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება
01:17

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება
04:58

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

Formula News

ელიტური კორუფციის ფაქტების ზრდის შესახებ
01:50

ელიტური კორუფციის ფაქტების ზრდის შესახებ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება 15/01/2014
03:05

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება 15/01/2014

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება 17/06/2013
05:21

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება 17/06/2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და გამოხმაურება

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ზუგდიდში
00:59

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ზუგდიდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო