ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი ქონების 90 პროცენტს საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ განკარგავს. პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ოჯახთან შეთანხმებით მიიღო და საქართველოში არსებული ივანიშვილების საკუთრება საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. საუბარია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის ღირებულების ქონებაზე, რომლშიც გაერთიანებულია: ყოფილი ცეკავშირის შენობა, პროექტი სოლოლაკი - შპს „სოლოლაკი ჰილს“, „თაბორი რიზორთსი“, საბაგიროები - შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი“, მიწის ნაკვეთები მწვანე კონცხზე, ციხისძირსა და ჩაქვში, სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში, შპს „ბლექს სი რივიერა“ განმუხურში და შპს ცისარტყელა აბასთუმანში. „ქართუ ფონდს“ ასევე გადაეცა მიწის ნაკვეთები თბილისის მასშტაბით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია, ბაკურიანში დიდველის მიწის ნაკვეთი, ფოთში, ბათუმსა და ბოლნისში არსებული მიწის ნაკვეთები, ასევე „ბანკი ქართუ“ და სადაზღვევო კომპანია „ქართუ“. ამჟამად გადაცემის პროცესშია კომპლექსი დაბა ბაკურიანში და სასტუმრო სიღნაღში. გამოცემა „ენტერპრენერტან“ ინტერვიუში ივანიშვილი მის დარჩენილ ქონებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნესგამოცემების, „ბლუმბერგისა“ თუ „ფორბსის“ მიერ 5-6 მილიარდ დოლარად შეფასებული მისი ქონება რეალურ ციფრებს არ ასახავს, რადგან ის ამ გამოცემებთან წლებია, აღარ თანამშრომლობს და მისთვის გაუგებარია, როგორ ითვლიან თანხებს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისი ქონება შემცირდა მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო და ბიზნესს შესაფერის ყურადღებას ვეღარ აქცევდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
TV IMEDI
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
TV3