ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
ყოფილი თანაგუნდელების „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნას ეჭვქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. „შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, შეიძლება, ახლა დავიჯეროთ?“ – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2012 წელს მან გააერთიანა ყველა ძალა, ვინც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა „დრომ ყველაფერი აჩვენა“. ვრცელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მისივე განცხადებით, ბრალდებები პროექტის რუსეთისთვის გადაცემაზე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ივანიშვილი ამბობს, რომ პორტის მშენებლობისთვის მამუკა ხაზარაძეს 70 მილიონ დოლარს საჩუქრად აძლევდა. მმართველი გუნდის ლიდერმა „თიბისი ბანკის“ საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი უხეში ტრანზაქცია რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა. მისი შეფასებით, საქმის გარშემო კითხვები აღარ არსებობს. „ფონდი ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „მდარე სერიალებით, შესაძლოა, საზოგადოება დავკარგოთ“. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას საამაყო ისტორია აქვს. ივანიშვილი ამბობს, რომ ქართული ფილმებისა და სერიალების, მათ შორის ისტორიული სერიალების გადაღება უნდა დაიწყოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
TV IMEDI
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
TV3