ფრანგული გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე
ფრანგული გამოცემა „კონტრეპუა“ ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს ცნობილ ქველმოქმედებს შორის ასახელებს. გამოცემა სტატიას აქვეყნებს სათაურით „მილიარდერები, რომლებიც ქველმოქმედებას განსხვავებულად ახორციელებენ“. „ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეიტსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფენი ამტკიცებენ, რომ არსებობს არაერთი გზა, გამოიყენო შენი სიმდიდრე მსოფლიოსა და შენი მეზობლების პირობების გასაუმჯობესებლად“, - ნათქვამია სტატიის შესავალში. „როდესაც იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ცხოვრებიდან წავიდა, ეს შესაძლებლობა გამოიყენა და განაცხადა, რომ საკუთარი აქტივების 95 პროცენტზე მეტს, ანუ 1.5 მილიარდი დოლარის ქონებას თავისი ოჯახის ფონდს უტოვებდა, რითაც ის იმავე კატეგორიაში მოექცა, სადაც უკეთ ცნობილი ფილანტროპები მოიაზრებიან, როგორებიც არიან გეითსები, ბაფეტი და სხვები. დაარსების დღიდან, 1995 წლიდან „ქართუ ფონდს“ 3.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გაცემული“, - აღნიშნულია სტატიაში. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა წამყვანი როლი იკისრა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულმასშტაბიან რესტავრაციაში, „ქართუ ფონდს“ ასევე წვლილი შეაქვს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. სტატიაში საუბარია მთაწმინდის მთის ქედზე ტყის აღდგენისა და შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფრანგული გამოცემა ბიძინა ივანიშვილის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნები 2018 - უცხოური მედიის შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გავლენიანი ფრანგული გამოცემა „ლეზ ექო“ საქართველოს პრეზიდენტ...
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 5 მაისი, 2020 წელი
TV IMEDI
ევროკავშირი საზღვრებს ხსნის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ვეფხისტყაოსნის" ფრანგული და ინგლისურენოვანი გამოცემების პრე...
culturegovge culturegovge
''ვეფხისტყაოსნის'' ფრანგული და ინგლისურენოვანი გამოცემების პ...
culturegovge culturegovge
ერლომ ახვლედიანის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
culturegovge culturegovge