''ვეფხისტყაოსნის'' ფრანგული და ინგლისურენოვანი გამოცემების პრეზენტაცია
18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, „ვეფხისტყაოსნის" პირველი სტამბური გამოცემის 300 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ინგლისურ და ფრანგულენოვანი "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია. აღნიშნული გამოცემები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დაფინანსებით, UNESCO-ს 2012-2013 წლების „მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. „ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი იუნესკოს 36-ე გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით იუნესკოს მონაწილეობით აღინიშნება. „ვეფხისტყაოსნის" ინგლისური თარგმანი ეკუთვნის მარჯორი უორდროპს, ხოლო ფრანგული სერგი წულაძეს. ორივე გამოცემა დასურათებულია ს. ქობულაძის მიერ შესრულებული ილუსტრაციებით. თარგმანები გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. გამოცემას ორგანიზებას უწევდა სსიპ. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. ღონისძიებას დაესწრენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები, მწერლები, გამომცემლები, მოწვეული სტუმრები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„ვეფხისტყაოსნის" ფრანგული და ინგლისურენოვანი გამოცემების პრე...
culturegovge culturegovge
2012 - რუსთაველის წელი
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ ფანი არდანი მიიღო
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ ფანი არდანი მიიღო
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ ფანი არდანი მიიღო
culturegovge culturegovge
ფანი არდანის ვიზიტი თბილისში და შეხვედრა მინისტრთან
culturegovge culturegovge
„მსოფლიო ლიტერატურის კურსი“ - ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი
აზროვნების აკადემია
რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge