რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია
25 ოქტომბერს, თიბისი გალერეაში, რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) პრეზენტაცია და მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. ალბომი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა "არტანუჯმა" გამოსცა. მასში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, როგორც 6-11 წლის ასაკში, ფანქრითა და ტუშით შესრულებული უნიკალური ნახატები, ასევე სხვადასხვა წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციები ("ვეფხისტყაოსანი", ფრანგულ ენაზე გამოცემული "დათა თუთაშხია" და სხვ.) და სახარების მინიატიურები. ალბომის გაცნობა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ტილოები. გამოფენა 27 ოქტომბერს 15:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია! მისამართი: თიბისი გალერეა, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 7. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია
PalitraNews
რუსუდან ფეტიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია
Music Box
რუსუდან ფეტვიაშვილის ახალი საგამოფენო სივრცე - სახელოსნო, რო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსუდან ფეტვიაშვილის #ავტოპორტრეტი
პირველი არხი #ტელესკოლა
რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი „რა არის კულტურა?“ - მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს "ქართული ანბანი - 33 ემოცია"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 16 დეკემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster