ფანი არდანის ვიზიტი თბილისში და შეხვედრა მინისტრთან
24 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ფანი არდანი მიიღო. მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე დაესწრნენ. გურამ ოდიშარიამ მსახიობს ძველი ქართული ორნამენტით შესრულებული მინანქრის სამკაული, სამუზეუმო რეპლიკა და სამინისტროს მხარდაჭერით ფრანგულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი გადასცა. ფანი არდანიმ დიდი ინტერესი გამოხატა გამოცემის მიმართ და მინისტრს დაპირდა, რომ მომდევნო ვიზიტისას მასთან ერთად ვეფხისტყაოსანზე ისაუბრებს. მსახიობი გამოეხმაურა მასპინძლის ინიციტიავას, ქართულ-ფრანგული კოპროდუქციის შექმნის შესახებ და არ დამალა მღელვარება საკუთარი სარეჟისორი ნამუშევრის გამო, რომლის მსოფლიო პრემიერა დღეს, თბილისში, ოთარ იოსელიანისა და თენგიზ აბულაძის ქვეყანაში გაიმართება. ფილმის "აკვიატებული რითმები" (Obsessive Rhythms) მსოფლიო პრემიერა 24 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისში, კინოთეატრ რუსთაველის მეხუთე დარბაზში გაიმართა. ფანი არდანის სარეჟისორო ნამუშევარი პირველად ქართულმა საზოგადოებამ შეაფასა. ვიზიტის ფარგლებში, დღესვე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ქართველი მსახიობებისათვის ფანი არდანიმ სამსახიობო ოსტატობაში მასტერკლასი ჩაატარა. მსახიობსა და რეჟისორს საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა, ფრანგულმა ინსტიტუტმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უმასპინძლა. http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გურამ ოდიშარიამ ფანი არდანი მიიღო
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ ფანი არდანი მიიღო
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიამ ფანი არდანი მიიღო
culturegovge culturegovge
ვინ არის ფანი არდანის ფავორიტი ქართველი ქალბატონი?!
Music Box
ფანი არდანი. ფილმიდან ''ფანის პოეტური სახეები'' რეჟ. 88შოთიკ...
2 5
'' ფანი არდანი რეპორტაჟი თბილისიდან '' ფრაგმენტი ფილმიდან რ...
2 5
'' ფანი არდანი რეპორტაჟი თბილისიდან '' ფრაგმენტი ფილმიდან რ...
2 5
'' ფანი არდანი რეპორტაჟი თბილისიდან '' ფრაგმენტი ფილმიდან რ...
2 5