„ვეფხისტყაოსნის" ფრანგული და ინგლისურენოვანი გამოცემების პრეზენტაცია

09/18/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

18 სექტემბერს 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, „ვეფხისტყაოსნის\" პირველი სტამბური გამოცემის 300 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართება ინგლისურ და ფრანგულენოვანი \"ვეფხისტყაოსნის\" პრეზენტაცია.
აღნიშნული გამოცემები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დაფინანსებით, UNESCO-ს 2012-2013 წლების „მონაწილეობის პროგრამის\" ფარგლებში განხორციელდა.
„ვეფხისტყაოსნის\" პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი იუნესკოს 36-ე გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით იუნესკოს მონაწილეობით აღინიშნება.
„ვეფხისტყაოსნის\" ინგლისური თარგმანი ეკუთვნის მარჯორი უორდროპს, ხოლო ფრანგული სერგი წულაძეს. ორივე გამოცემა დასურათებულია ს. ქობულაძის მიერ შესრულებული ილუსტრაციებით.
თარგმანები გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. გამოცემას ორგანიზებას უწევდა სსიპ. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები, მწერლები, გამომცემლები, მოწვეული სტუმრები.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან