გუბერნატორის ახალი მოადგილე: ეს არის ჩემი შანსი რეალური ცვლილებებისთვის
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ახალი პირველი მოადგილის დავით ფარცვანიას თქმით, აღნიშნული თანამდებობა მისთვის შანსია, რომ სამეგრელოსთვის რეგიონს გუნდთან ერთად სიკეთე მოუტანოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარცვანიამ მისი წარდგენის შემდეგ უთხრა. მან ნდობისთვის საქართველოს მთავრობასა და ალექსანდრე მოწერელიას მადლობა გადაუხადა. „ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ბევრ კერძო და სახელმწიფო უწყებაში მიმუშავია, ეს კი ჩემთვის შანსია და შესაძლებლობა, რომ ჩემს მშობლიურ რეგიონს მოვუტანო მეტი სიკეთე და მეტი რეალური ცვლილება, გუნდთან ერთად შევეცადო გავაუმჯობესო ვითარება“, - აღნიშნა ფარცვანიამ. რადიო „ათინათის“ კითხვაზე, რა იქნება, პირველ რიგში მიის პრიორიტეტი, ფარცვანიამ გვიპასუხსა, რომ პრობლემეს დეტალურად უახლოეს დღეებში შეისწავლის. „ბევრი პრობლემა ნაცნობია, უახლოეს დღეებში მათ დეტალურად და სიღრმისეულად შევისწავლი, ამის შემდეგ კი შემეძლება თამამად და ამომწურავად გაგცეთ პასუხი“, - გვითხრა რწმუნებულის პირველმა მოადგილემ. პროფესიით სამართალდამცავ დავით ფარცვანიას არაერთ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში უმუშავია, მათ შორის, იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ იურისტი. ბოლოს ორი თვის განმავლობაში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სამშენებლო სამმართველოს უფროსად მუშაობდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თენგიზ ჯგუშია ყოფილი გუბერნატორის დასჯას ითხოვს, მომავალს კი...
Radio Atinati
Gem Fest-ის სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის
Radio Atinati
რუხში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა
Radio Atinati
ალექსანდრე ჯეჯელავა „განსაკუთრებით თბილი გრძნობა მაკავშირებს...
გაზეთი ბოლნისი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი - 17 სექტემბერი
ტელეკომპანია თანამგზავრი
საკადრო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი დაცული ლანდშაფტი დუშეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუბერნატორის ახალი მოადგილე
TV3