შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში აზერბაიჯანულ დელეგაციას უმასპინძლა


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონში, აზრებაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს და აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩებს უმასპინძლეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დელეგაციისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოში აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღება გამახვილდა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

დღესვე, ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, აზრებაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ფუად მურადოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხემძღვანელ პირებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, მცხოვრებ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა.
#ქვემოქართლისრეგიონი2019
#სახელმწიფორწმუნებული2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან