სენაკის დევნილთა დასახლებაში წამოწყებული ადვოკატირების კამპანია
2017 წლის 1 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა და სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა რადიოს „ათინათი“ ეთერში სენაკის დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების გარშემო წარმართულ ადვოკატირების კამპანიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული. გადაცემის სტუმრები - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლები: პროექტის კოორდინატორი - ნინა გელაშვილი, იურისტი - რუსუდან პაჭკორია, სენაკის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი და ადვოკატირების კამპანიის სამუშაო ჯგუფის წევრი - ნონა ქადარია რადიო გადაცემის მონაწილეებმა მსმენელს მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის ორგანიზებით 13 ოქტომბერს გაიმართა თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო პასუხისმგებელი მხარეებისთვის პრობლემის არსის გაცნობა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა. რადიო გადაცემა მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU). რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სენაკსა და ფოთში ჩასახლებული დენვილების პრობლემები
Radio Atinati
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დაკრძალეს
Radio Atinati
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 4 წლის სავარაუდო კორუფციული ფაქ...
Transparency International Georgia
პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს
Radio Atinati
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს
Radio Atinati
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სენაკში
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
„საჭირო საქმე საჭირო დროს"-დევნილთა...
odishitv
სტუმრები - თიკო ჩიჩუა, იაგო ფასანძე და მანუჩარ ჩილაჩავა
Radio Atinati