MOE: სატყეო სექტორის ფორუმი


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
სასტუმრო \"ამბასადორში\" სატყეო სექტორის ფორუმი გაიმართა რომლის პირველი დღეც დაეთმო სატყეო სექტორში არსებული პრობლემების ანალიზს, წარმოდგენილი იქნა გარემოს დაცვის სამინისტროსა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთობლივი (ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო) ხედვა და გეგმები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ასევე შედგა „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში\" პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით ახორციელებს. მსოფლიო ბანკმა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) წარმოადგინეს „სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მართვის გაუმჯობესების პროგრამის\" (ENPI FLEG) მეორე ფაზა.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნა შესაბამისობის სამეურვეო საბჭოს (CSC) მიერ მომზადებული ანგარიშები, რომელიც მომზადდა ბოლო პერიოდში საქართველოს რეგიონებში განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად; აგრეთვე ჩატარდა „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში\" პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა.
ღონისძიება განხორციელდა კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ორგანიზებით.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან