2019 წელს ქვემო ქართლის რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი დაასრულეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები თეთრიწყაროსა და წალკაში მოინახულეს და კონტრაქტორ კომპანიებს რეკომენდაციები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები სოფელ ვაშლოვანში, შავსაყდარსა და ახალშენში. წესრიგდება და რეაბილიტაცია უტარდება ქალაქში წმინდა ნინოსა და გურამიშვილის ქუჩებს. ბეტონის საფარი იგება სოფელ ბეშთაშენში, აღნიშნული გზის მონაკვეთი წალკის ცენტრალურ გზასთან მუნიციპალიტეტის 8 სოფელს აკავშირებს. ბეტონის საფარით წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ არწივანშიც, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მხარეში პროექტების მიმდინარეობის პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, პროექტებისა და ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს.

დაფინანსების ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით, ისეთ სოფლებში და ქუჩებზე წესრიგდება საავტომობილო გზები სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არასდროს ყოფილა. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო სკოლებსა და საბავშო ბაღებს, ეწყობა ახალი კულტურული, რეკრეაციული და დასასავენებელი სივრეები, სპორტული მოედნები და ჯანდაცვის ობიექტები. მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიმართულებითაც, რომლის შედეგად რეგიონის მოსახლეობის უმრავლეობა სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.
#ქვემოქართლი2019
#ინფრასტრუქტურა2019
#პროეტებისმონიტორინგი2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან