MOE: ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი კომისიის შეხვედრა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა „ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის\" პირველი შეხვედრა.
კომისია შეიქმნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე. მის შემადგენლობაში შედიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის მიზანია ,,საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ\" სახელმწიფო პროგრამის შექმნა. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება ღონისძიებები ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ძველი ავტოპარკის თანდათანობითი განახლების, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და მისი კონტროლის სისტემის დანერგვის, ავტომობილების რაოდენობის და მოძრაობის ინტენსივობის შემცირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ჰაერის ხარისხის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან