საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები
04/18/2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზვიად როსტომაშვილმა და თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, რუსთავსა და მარნეულში საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირადად იმყოფებოდნენ რუსთავის პროფესიულ კოლეჯში, ,,მოდუსში”, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებითვის 2 მილონამდე ლარია გათვალისწინებული. შედეგად სრულიად განახლდება და აღიჭურვება სასწავლებლის ორი კორპუსი, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროგრამების რაოდენობა 4-დან 16-მდე გაიზრდება და 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს. ამჟამად სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ახალი სასწავლო წლიდან ექსპლუტაციაში შევა მარნეულის პირველი საჯარო სკოლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 350 მოსწავლეზეა გათვლილი და აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებული იქნება განსაკაუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტის ფარგლებში სკოლაში, ასევე, მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და ღია სპორტული მოედანი.
შოთა რეხვიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ნათია ზედგინიძეს და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსს, ზვიად როსტომაშვილს რეგიონში მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია და მოსწავლეებისთვის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, წლიდან-წლამდე, მნიშვნელოვნად უმჯობესდება და ამ მიმართულებით ბევრი საჭირო და საინტერესო პროექტია დაგეგმილი. ასევე, ყურადღება გაამახვილა, მხარეში პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნისა და გაძლიერების საჭიროებაზე, სწავლების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2019 წელს, ქვემო ქართლის მხარეში, 106 სკოლის რეაბილიტაცია და 16 ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა განხორციელდება.
#ქვემოქართლისრეგიონი2019
#განათლება2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019