,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში ეთნოგრაფიული ფესტივალი გაიმართა
09/20/2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, მოადგილესთან ერთად, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ეთნოგრაფიულ ფესტივალს დაესწრო.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ რუსთავთან დამეგობრებული დელეგაციების წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ოფიციალურ სტუმრებმა მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე განთავსებული პავილიონები დაათვალიერეს, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეებისა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი ეთნოკულტურა.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების ,,მე რუსთველის\", ,,თუთარჩელას\" და ,,სალხინოს“ მონაწილეობით, შესრულდა ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. უცხოელმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ტარდიციული კერძების მომზადებაში, გამოვლინდნენ გამარჯვებულები სპორტულ ასპარეზობებში.
#ქვემოქართლი2018
#რუსთავქალაქობა2018