სამოქალაქო სექტორის როლი წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგში
04/24/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
„სამოქალაქო სექტორის როლი წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესებში და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები,\" - ამ თემაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის\" თელავის ოფისმა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" გამართა. შეხვედრაზე, რომლის მიზანს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა, მოქალაქეების როლის შესახებ ისაუბრეს, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული დარღვევები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე - უშუალოდ არჩევნების დღეს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gUB8Qg
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gUB8Qg