საუცბათევო ორცხობილები სწრაფად და მარტივად

08/09/2021
Shinauruli -homemade easy recipes-ის მიერ

საუცბათევო ორცხობილები

▶️ ვიდეორეცეპტი-    • საუცბათევო ორცხობილები სწრაფად და მარ...  

ინგრედიენტები
1 კვერცხი
150 გრ.შაქარი
100 მლ.ზეთი ან 150 გრ. კარაქი ან მარგარინი.
ვანილი
მწიკვი მარილი
300 გრ.ფქვილი
1ჩ.კ.გამაფხვიერებელი

მომზადება

მომზადება უმარტივესია. 1 კვერცხი , 150 გრ.შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით ოდნავ, დავასხათ 100 მლ.ზეთი ან გამდნარი 150 გრ. კარაქი ან მარგარინი, 300 გრ.ფქვილში ავურიოთ 1ჩ.კ. გამაფხვიერებელი
და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავყოთ ორად .თითოეულისგან გავაკეთოთ ძეხვისებრი ცომი. დავჭრათ ,როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და წვენის საწრუპავით დავჩხვლიტოთ.
ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 10-15 წთ.
უგემრიელესია და ძალიან მარტივი .
🧑‍🍳🏠📺მეტი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ : ფეის-გვერდი:https://www.facebook.com/shin2975

 ინსტაგრამ- გვერდი: https://instagram.com/shinauruli_home...

იუთუბი არხი:    / @shinauruli

ვიდეოები „Shinauruli -homemade easy recipes"-ისგან