ტორტი "მიქსი"-ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ და გასინჯოთ ისეთი სიგემრიელეა
ტორტი "მიქსი" 📺 ვიდეორეცეპტი- • ტორტი "მიქსი"-ეს აუცილებლად უნდა მოამ... აუცილებლად მოსამზადებელი და აუცილებლად გასასინჯი ტორტი. იმიტომ რომ საოცრად გემრიელია, ინგრედიენტები 30/40-ზე ტორტისთვის 4 კვერცხი 300 გრ. შაქარი 4ს.კ.თაფლი 100 გრ.კარაქი 4 ს.კ.მაწონი ან არაჟანი 4ჭ. ფქვილი 1 ჩ.კ. სოდა 1ს.კ. ლიმონის წვენი ვანილი 3ს.კ.კაკაო კრემისთვის: 300 მლ. რძე 100 გრ.შაქარი ვანილი 200 გრ.კარაქი 3 ს.კ.ფქვილი 1ც. მოხარშული შესქელებული რძე. მომზადება: 4 კვერცხი ,300 გრ შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ 4ს.კ.მაწონი ან არაჟანი, 1ს.კ.ლიმონის წვენი, 100 გრ.გამდნარი კარაქი, 4ს.კ.თაფლი, ვანილი , მწიკვი მარილი. კარგად ავურიოთ ან ავთქვიფოთ მიქსერით. 4 ჭ. ფქვილში კარგად ავურიოთ 1ჩ.კ.სოდა და დავამატოთ მასას. მოვზილოთ ცომი. გადავიტანოთ მაგიდაზე. ცომი გავყოთ ორად ისე რომ ერთი ნაწილი მეტი იყოს მეორეზე რადგან ერთი ნაწილისგან 3 ფენა გამოვიდეს,მეორესგან - ორი. ნაკლებ ნაწილს დავამატოთ 3 ს.კ.კაკაო და ავურიოთ. თეთრი ნაწილისგან ვაკეთებთ 3 ფენას.შავისგან -ორი. საკონდიტრო ქაღალდზე, რომელიც არ იკრავს. ცომი ზომიერად რბილია. ამიტომ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე ან საცხობ ქაღალდზე ვაბრტყელებთ ფენას ხელით ,ოდნავ მოპნეული ფქვილის დახმარებით. ვაცხობთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. ცხვება 3 თეთრი ფენა და 2 შავი, კრემი: 300 მლ.რძეში გავხსნათ 100 გრ. შაქარი და 3 ს.კ.ფქვილი. მოვხარშოთ ფაფა მორევით დაბალ ცეცხლზე. ჯერ კიდევ ცხელს შევურიოთ 1ქილა მოხარშული შესქელებული რძე. როცა ფაფა გაცივდება, წინასწარ ათქვეფილ 200 გრ. კარაქს შევათქვიფოთ პორციებად კრემის ჰაეროვნებამდე. წავუსვათ კრემი ფენებს რიგრიგობით. ანუ ჯერ თეთრი, შემდეგ შავი ფენა, ისევ თეთრი , ისევ შავი და ასე ...და გვერდებსაც .მუქი ფერის ნაფხვენები ტორტის ორ გვერდს მოვაყაროთ, მეორე ორ გვერდს- თეთრი ნაფხვენები. ზემოდან სურვილისამებრ, შეგიძლიათ მინანქარი მოასხათ, ან მოაყარეთ ორივე ფერის ნაფხვენები, მე მოვასხი ორი ფერის შოკოლადი. უგემრიელესი ტორტი გამოდის ზომით 30/40-ზე. 🧑🍳🏠📺მეტი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ : ☑️ფეის-გვერდი: https://www.facebook.com/shin2975 ☑️ინსტაგრამ- გვერდი: https://instagram.com/shinauruli_home... ▶️იუთუბი არხი: / @shinauruli
Shinauruli -homemade easy recipes-ის სხვა ვიდეოები
შინაურულის არხს 7000 გამომწერი ჰყავს. მადლობა,რომ...
01:27
ნამდვილი მეგრული აჯიკა
05:15
ლავაშის აჩმა-ყველაზე გემრიელი, სწრაფი და მარტივი...
10:17
ტორტი "მიქსი"-ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ და გასი...
05:45
მეგრული ხაჭაპური შინაურულად.ხაჭაპური, რომლის მსგავ...
05:08
ოთხნაირი ორცხობილა- ყავის, შოკოლადის, ვანილის და ჟ...
07:12
ისევ სწრაფი, მარტივი და საოცრად ხრაშუნა გემრიელი ო...
05:09
სავოიარდის ორცხობილები არ გადაიხადოთ ბევრი იაფიან...
მსგავსი ვიდეოები
მარწყვის ტორტის ჰაეროვანი რეცეპტი / Strawberry Cake Recipe
სოფის კულინარიუმი - Sofis Culinary
Plum Galette / ქლიავის გალეტი
Tamar's Food Therapy
მაგ თვალების მახეში გამაბა - სიმღერების მიქსი
NANO TV
ლეის მიქსი
Lay's Georgia
ლეის მიქსი
Lay's Georgia
ჯგუფი "მიქსი" რადიო"ათინათის“ დილის გადაცემაში
Radio Atinati
''ტრაექტორია'' - გია თორთლაძის გამოფენა ,,დიდი მიქსი"
Artareatv
ქორწილების მიქსი
GZEBA PRODUCTION