მარწყვის ტორტის ჰაეროვანი რეცეპტი / Strawberry Cake Recipe


აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი და მოამზადეთ უგემრიელესი ბისკვიტი. ეს არის განსხვავებული, ჰაეროვანი და ნამიანი ბისკვიტის რეცეპტი.

Youtube: ► https://bit.ly/2JUI0nv

Instagram: ► https://instagram.com/sofisculinary/

Facebook: ► https://facebook.com/SofisCulinary/

მომზადების წესი:
ნაბიჯი I - ბისკვიტის მომზადება:
გავაკეთოთ ფქვილის მიქსი. 220 გრამ ფქვილს დავუმატოთ 230 გრ. შაქარი, 1 ჩ/კ. სოდა, მწიკვი მარილი და ავურიოთ.
120 გრ. მაწონი, ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი 170 გრ. კარაქი, 120 მლ. რძე, 3 ც. კვერცხის ცილა და ვანილი კარგად გავთქვიფოთ. დავუმატოთ ფქვილის მიქსი.
მიღებული მასა გავყოთ ორად ჩავასხათ ფორმაში (ჩემთან ფორმა იყო 18 სმ. დიმეტრით) და გამოვაცხოთ წინასწარგახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 25 - 30 წუთი.

ნაბიჯი II - კრემი:
ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი 250 გრ. კარაქი გავთქვიფოთ მიქსერით კარგად 5 - 7 წთ. დავუმატოთ 350 გრ. შაქრის პუდრა და განვაგრძოთ მორევა. როდესაც კრემი გათეთრდება დავუმატოთ 125 გრ. შესქელებული რძე და ვანილი. სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ საკონდიტრო ფერი.

ნაბიჯი III - ავაწყოთ ტორტი:
კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში. წავუსვათ ბისკვიტებს და მოვრთოთ სურვილისამებრ.

ამ რეცეპტით მომზადებულ ბისკვიტს დანამვა აღარ სჭირდება და დნება პირში

ძალიან სწრაფად თქვენ შეძლებთ ასიამოვნოთ საუცხოო გემოთი თქვენი მეგობრები და გემრიელად გაუმასპინძლდეთ.

სოფის კულინარიუმი არის შექმნილი იმისთვის, რომ ახალ ახალი მარტივი რეცეპტები გაგიზიაროთ.

თუ მოგეწონათ ვიდეო გთხოვთ გააზიაროთ, მოიწონოთ და იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები, გამოიწეროთ არხი.

preparing rules:
Step I - Biscuit Preparation:
Do flour mix. Add 220 grams of flour to 230 grams. Sugar, 1 tsp. Soda, a little salt and mix.
120 gr. Sour at room temperature 170 gr. Butter, 120 ml. Milk, 3 pcs. Eggs white and vanilla are well absorbed. Add flour mix.
Divide the obtained mass into two pieces (18 cm in shape with me) and bake in a pre -heated oven at 180 degrees for 25 - 30 minutes.

Step II - Cream:
Dissolve 250 gr. at room temperature. Bake butter in a mixer for 5 - 7 minutes. Add 350 gr. Sugar powder and keep stirring. When the cream is whitened add 125 gr. Thickened milk and vanilla. Optionally we can add the pastry color.

Step III - Make the cake:
Transfer the cream to the pastry bag. Take biscuits and train as you wish.

how to make strawberry cake recipe

ვიდეოები „სოფის კულინარიუმი - Sofis Culinary"-ისგან