ოთხნაირი ორცხობილა- ყავის, შოკოლადის, ვანილის და ჟოლოს ერთდროულად. უგემრიელესები და არომატულები

21.07.2021 05:08

ოთხნაირი ორცხობილა 20 წუთში ☑️ვანილის, ☑️ყავის, ☑️შოკოლადის, ☑️ჟოლოს უმარტივესი და უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტია , ის შემთხვევაა, როცა ერთდროულად ოთხ სრულიად განსხვავებული გემოს ორცხობილას ვამზადებთ. მოამზადეთ ინტერესის გამო და დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.😁😉🥰 ისევ ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური რეცეპტი, შედეგი კი მართლაც შესანიშნავია. 📺▶️ ვიდეორეცეპტი-    • ოთხნაირი ორცხობილა- ყავის, შოკოლადის,...   ინგრედიენტები ☑️1კვერცხი ☑️100 მლ.რძე ☑️100 მლ.ზეთი ☑️200 გრ.შაქარი ☑️450 გრ.ფქვილი ☑️2ს.კ. კაკაო ან 3ს.კ.ნექვიკის ფხვნილი ☑️1-2 ს.კ.ყავა ☑️ვანილი ☑️3ს.კ.ჟოლოს მურაბა ☑️1ჩ.კ.გამაფხვიერებელი მომზადება 🍪1 კვერცხი, ვანილი, მწიკვი მარილი და 200 გრ.შაქარი ხელის სათქვეფით ან ნიჩბით ავურიოთ . დავამატოთ 100 მლ.ზეთი და 100 მლ.რძე. 400 გრ. ფქვილში არეული 1ჩ.კ.გამაფხვიერებელი ან ნახ.ჩ.კ.სოდა და დავამატოთ კვერცხის მასას. 🍪 მოვზილოთ ცომი. მიღებული ცომი ოთხად გავყოთ. ☑️ ერთს დავამატოთ - 2ს.კ. კაკაო ან 3ს.კ. ნესქვიკი ☑️ მეორეს- 3ს.კ. ჟოლოს მურაბა და 50 გრ.ფქვილი. ☑️ მესამეს- 1-2 ს.კ.ყავა ☑️მეოთხე კი რჩება ვანილის ცომად. 🍪 ოთხი ცომი სხვადასხვა არომატით მზადაა. 🍪 თითოეულისგან გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთები.ამოვავლოთ შაქრის პუდრაში და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე. ➡️არ გავამუქოთ, რომ შაქრის პუდრას მიერ შექმნილი ლამაზი ნახეთქები არ გაქრეს. 🍪 უგემრიელესი ოთხნაირი ორცხობილები მზადაა, შეგიძლიათ ერთი თქვენთვის სასურველი აირჩიოთ და ის გამოაცხოთ, ან ჩემსავით ოთხივე. სულ 50 ორცხობილა გამოდის. 📝 მეტი ჩემი რეცეპტების სანახავად გადადით ⤵️⤵️ ➡️იუთუბზე https://bit.ly/3FL42ok ➡️ფეისბუკზე https://www.facebook.com/shin2975/ ➡️ინსტაგრამზე https://www.instagram.com/shinauruli/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო