ოკუპირებული ხერსონის ოლქში ნოვოკახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქებები მოხდა
ოკუპირებული ხერსონის ოლქში ნოვოკახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქებები მოხდა. რუსული მხარე იუწყება, რომ თავდასხმა უკრაინის მხრიდან ჰაიმარსებიდან განხორციელდა. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქალაქს ხუთი რაკეტა ესროლეს. თუმცა არავინ დაშავებულა. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია შეტევას ცდილობდა ქალაქ ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ბრძოლა გრძელდება დასახლებულ პუნქტ პესკისთან და ასევე კოდემასთან. ამასთან, უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ მტერს გარკვეული წინსვლა ჰქონდა გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ავდეევკის მახლობლად. რუსეთის არმია ცეცხლს ხსნიდა ქალაქ სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ გუშინდელი ღამე რთული იყო ხერსონშიც, სადაც ისმოდა აფეთქებების ხმა. ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ქალაქში ჩხრეკა ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კახოვკის კაშხალის აფეთქება - ვითარება ხერსონის ოლქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის კაშხალი ააფეთქეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 216-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - ომის 186-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის სამხედროებმა გუსაროვკას გათავისუფლება შეძლეს - უკრა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster