ვითარება უკრაინაში - ომის 186-ე დღე


უკრაინულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, ნოვაია კახოვკაში რუსული ძალების შტაბი და საწყობი დაბომბეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. განადგურებულია სამი სამეთაურო პუნქტი, ხერსონსა და დარევკაში, ასევე საბრძოლო მასალების საწყობები ლიუბიმოვკასა და ხერსონში. უკრაინული მხარის ცნობით, განადგურებულია მდინარე ინგულზე მდებარე ხიდიც, რომლითაც რუსულ ძალებს ნოვაია კახოვკადან ხერსონში იარაღი გადაჰქონდათ. საოკუპაციო ძალებმა კი გასულ ღამეს რამდენჯერმე დაბომბეს ხარკოვის ოლქი. დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი. ავიაიერიშები განხორცილედა მიკოლაევის, დნიპროს, სუმის და დონეცკის ოლქებზე, დაიღუპა ერთი, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 28-ჯერ დაიბომბა ქალაქი ზაპოროჟიე და ზაპოროჟიეს ოლქი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს, რუსების შეტევები მოიგერიეს ბახმუტის, ავდეევკას და სლავაინსკის მიმართულებით. შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთით რუსების საბრძოლო მასალების ორი საწყობი, 35 ჯარისკაცი და 11 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან