ვითარება უკრაინაში - ომის 186-ე დღე


გასულ ღამეს რუსებმა რამდენჯერმე დაბომბეს ხარკოვის ოლქი. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ავიაიერიშები განხორციელდა მიკოლაევის, დნიპროს, სუმის და დონეცკის ოლქებზე, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამასთან, 28-ჯერ დაიბომბა ქალაქი ზაპოროჟიე და ზაპოროჟიეს ოლქი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსების შეტევები მოიგერიეს ბახმუტის, ავდეევკას და სლავაინსკის მიმართულებით. შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ სამხრეთით რუსების საბრძოლო მასალების ორი საწყობი, 35 ჯარისკაცი და 11 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. დაზვერვის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში საომარ ვითარებაში 160 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჩართო და კიდევ 90 ათასის ჩართვას გეგმავს. აქტიურად მიმდინარეობს ხარკოვის, მიკოლაევის და ზაპოროჟიეს ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადება. უკრაინაში აცხადებენ, რომ ამ ოლქებიდან, შესაძლოა, ნახევარი მილიონი პირი გაიყვანონ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან