ვითარება უკრაინაში
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ჯერ მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია. კიევში აცხადებენ, რომ გენშტაბი ინფორმაციას უახლოეს ხანში გაავრცელებს. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ახალი განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის სამხრეთში განადგურებულია რუსი დივერსანტების შვიდი ნავი. მისივე ცნობით, უკრაინელები განაგრძობენ მტრის უკუგდებას ხერსონის ოლქში დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, რათა ოკუპანტებმა ვეღარ შეძლონ მარცვენა სანაპიროს დაბომბვა. რუსეთის მიერ ხერსონის ოლქში განხორციელებულ საავიაციო დარტყმებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. ოკუპანტების სროლის შედეგად უკრაინის შვიდ ოლქში, ათასობით მოქალაქე დენის გარეშე დარჩა. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რუსეთში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ. კერძოდ, დაიბომბა ბელგოროდის ოლქი. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ თავდასხმის შედეგად ბელგოროდში 20 სახლი დაზიანდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
Civil Press
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV IMEDI
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster