ომის 216-ე დღე უკრაინაში
უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკის სამხრეთ გარეუბანი დაიკავეს, ასევე კონტროლი დაამყარეს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე მნიშვნელოვან სარკინიგზო მონაკვეთზე. ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანისკენ და ცდილობენ, ალყაში მოიქციონ იქ მყოფი რუსეთის ძალების დანაყოფები. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედროებმა ხერსონსა და მელიტოპოლში რუსების კუთვნილი დიდი რაოდენობით აღჭურვილობა გაანადგურეს. პარალელურად, ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებზე იერიშებს არ წყვეტენ. ოდესის ოლქში, რუსეთის ძალებმა ირანული კამიკაძე-დრონებით განახორციელეს შეტევა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო. რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა კრივოი როგის აეროპორტზე. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აეროპორტის ინფრასტრუქტურა განადგურებულია. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა ხერსონის ოკუპირებული ნაწილი მთლიანად ჩაკეტა როგორც შემსვლელთათვის, ისე გამსვლელთათვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"საუბრები" #7 – კახი კავსაძე საუბრობს დონ კიხოტის პერსონაჟის...
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ომის დღეები“ გივი ღამბაშიძის წიგნად გამოცემული მოგონებები
Film Archive of Georgia
აფხაზეთის ომის ვეტერანი: ჩემს შვილებს ჯარში არ გაუშვებ!
Pepper TV
აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენეს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცივი ომის პიკი
Teachers of Georgia
#ახალიკვირა ცხოვრება ომის შემდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster