"საუბრები" #7 – კახი კავსაძე საუბრობს დონ კიხოტის პერსონაჟის ძიებაზე.
01/09/2022
კახი კავსაძე (დ. 5 ივნისი, 1935, თბილისი — გ. 27 აპრილი, 2021, თბილისი) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010).
დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.
კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი 1950–იან წლებში შედგა. არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).
აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).
2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით დააწვინეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დეკემბერში გაუმჯობესდა და მან საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
თებერვალში კავსაძე კვლავ დააწვინეს კლინიკაში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებდა, რომ კავსაძემ კორონავირუსი წარმატებით დაამარცხა და მისი შეფასებით, მდგომარეობა ქრონიკულ პათოლოგიას უკავშირდებოდა.
გარდაიცვალა 2021 წლის 27 აპრილს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სამოქალაქო პანაშვიდი 3 დღის განმავლობაში, რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით.
ინტერვიუს სრული ვერსია:
• დონ კიხოტი ანო მაისურაძე