ხაბიზგინა ოსური ხაჭაპური,Khabizgina Ossetian khachapuri,Хабизгина ОСЕТИНСКИЕ ПИРОГИEnglish subtitles

04/05/2022
CHEF GIGA BACKES-ის მიერ

გამარჯობათ დგეს მოგიმზადეთ ხაბიზგინა,ოსური ხაჭაპური,საოვარი კომბინაცია კარტოფილისა და ყველის.საოცრად გემრიელი და არომატული.
და სულაც არ არის ძნელი მოსამზადებელი.
ეხლა ჩამოვთვლი ყველა იმ ინგრედიენტს რაც მე გამოვიყენე ზაბიზგინას მოსამზადებლად.

ინგრედიენტები:
1.ფქვილი 500 გ
2.450 გ ყველი(50-100 გ სულგუნი)
3.375 მლ რძე აუცილებლად თბილი (35-40°c)
4.მარილი 1 ჩ.კ
5.შაქარი 1 ჩ.კ
6.საფუარი ნედლი 21 გ,მშრალი სამჯერ ნაკლები ანუ 7 გ
7.კარტოფილი 450 გ მოხარშული
8.ზეთი 2-3 ს.კ
9.კარაქი 40-50 გ
10.კარტოფილის ნახარში 3-4 ს.კ
11.შიგთავსისათვის მარილი გემოვნებით,თუ ყველი არის მარილიანი არ გირჩევთ შიგთავსში მარილის დამატებას.
---------------------------------------------------------
სამი ცალი ოსური ხაჭაპური
----------------------------------------------------------
920 გ მზა ცომის მასა
----------------------------------------------------------
თითო ხაჭაპური 6 ნაჭერი
----------------------------------------------------------
შიგთავსის წონა 1 კგ
---------------------------------------------------------
თითო გუნდა 290 -300 გ
---------------------------
გამოცხობის დრო:
240 გ° c წინასწარ გახურებულ ღუმელში ვაცხობ 12-15 წუთით,ზედა ქვედა წვა კონვექციის გარეშე(გააჩნია თქვენი ღუმელის სიმძლავრეს)
//////////////////////////////////////////////////////
შევეცადოთ ცომი არ იყოს ძალიან მკვრივი,აუცილებელია მისი კონსტიტენცია იყოს ფაფუკი და ძალიან ნაზი.
-------------------
შიგთავსი აუცილებლად უნდა იყოს თბილი,უფრო გაგვიადვილდება ხაჭაპურის მოხვევა და მისი ფორმირება.

მომზადება:
დიდი ზომის ჯამში მოვათავსოდ თბილი რძე,დავუმატოდ დაფხვნილი საფუარი და კარგად გავთქვიფოდ,შემდეგ დავუმატოდ შაქარი და განვაგრძოდ თქვეფა იქამდე სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება.
ამის შემდეგ ვუმატებ ფქვილს რა მოდენიმე კოვზს საერთო რაოდენობიდან,გავთქვიფავ დავახურებ კულინარიულ პარკს და დავასვენებ სითბოში 15-20 წუთით.(საერთოდ ამ პროცესს ქვია აპარულუ ცომის მომზადება ანუ ცომის მომზადება ხაშზე,ეს რეცეპტი ხაშით არ მზადდება ,უბრალოდ მე დროის შემცირების მიზნით მოვამზადე ხაშზე,და ჩემს მოლოდინს გადააჭარბა,საუკეთესო გამოვიდა)
სანამ ხაში მომზადდება გავხეხავ ყველს მსხვილ სახეხზე,შეგიძლიათ სულგუნი საერთოდ არ გამოიყენედ მე უბრალოდ დავწერე.თუ ვინმეს ესიამოვნება.
15 წუთის შემდეგ როდესაც ხაში მზად არის ვუმატებ დარჩენილი ფქვილის რაოდენობას და ვზელ საკმაოდ ფაფუკ ცომს ყველა ინგრედიენტის რაოდენობა არის ზუსტი არ ჭირდება არც ფქვილის და არც სხვა ინგრედიენტის დამატება.
ცომის მოზელასთან ერთად ვიწყებ კარტოფილის მოხარშვას,რათა შიგთავსი შევინარჩუნო თბილი სახით.
როდესაც ჯამში მოვზელთ ცომს აუცილებლად მოვასხად ზეთი და კიდევ ერთხელ ჩავზილოდ,ამის შემდეგ გადავიტანოდ სამუშაო მაგიდაზე დასამუშავებლად ,სამუშაო მაგიდას აუცილებლად მოვასხად ზეთი,ფქვილის მოყრა არ არის საჭირო..
ცომს ვამუშავებთ კიდევ 10 წუთით,შემდეგ გადაგვაქვს ჯამში ვახურებთ პარკს და ვასვენებ 30-40 წუთით,სანამ მასა არ გაორმაგდება.
-------------------------
როდესაც ცომი ამოვა,ზედმეტად არ ჩავზელ უბრალოდ გადავიტან სამუშაო მაგიდაზე მივცემ რულეტის ფორმას და გავჭრი სამ თანაბარ ნაწილად,შემდეგ ფრთხილად გავაბრტყელებ,საგვინველას არ ვიყენებ,შეეცადეთ ცომის შუა გული ძალიან არ დაათხელოდ.
შემდეგ მოვათავსებ მზა შიგთავსს თბილ მდგომარეობაში,ცომს გავაბრტყელებ თხლად,და გამოვაცხობ ..
გემრიელად მიირთვით,გისურვებთ წარმატებებს.

#ხაბიზგინაოსურიხაჭაპური
#KhabizginaOssetiankhachapuri
#ОСЕТИНСКИЕПИРОГИ
#კარტოფილისღვეზელი
#kartofilisgveseli