ომის 28-ე დღე - უკრაინაში კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება
ომის 28-ე დღე - უკრაინაში კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა კიევის ორი რაიონი „გრადებით“ დაბომბეს. გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა დააზიანეს შენობები სვიატოშინსკისა და შევჩენკოს რაიონებში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულები. დეტალები ზუსტდება. ადგილზე ექიმები და მაშველები მუშაობენ. დაიბომბა სავაჭრო ცენტრი, კერძო სექტორის სახლები და მაღალსართულიანი შენობები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნიგოვისა და კიევის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს. უკრაინის მედია წერს, რომ ოდესის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს. პენტაგონის ცნობით, არის ნიშნები, რომ უკრაინა არამხოლოდ იცავს თავს, არამედ ზოგიერთ რაიონში შეტევაზეც გადადის. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა საჰაერო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში რუსეთის ექვსი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ყველა დაისჯება, ვინც ჩვენს ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებს...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ომის 59-ე დღე უკრაინაში
TV IMEDI
ომის 86-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 139-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 148-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster