ომის 148-ე დღე უკრაინაში
რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას. საჰაერო იერიშები განხორციელდა ქალაქ ხარკოვზე. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი. მთელ ქალაქში განგაშის სირენებია ჩართული. მერი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. დაიბომბა მიკოლაევიც. მერის განცხადებით, გამოიყენეს „s 300“ ტიპის სისტემები. 30-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი, დაშავებულია ერთი ადამიანი. კვლავ ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი, სადაც გასულ ღამეს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიზანი არ შეცვლილა და კვლავ დონეცკის მსხვილი ქალაქების, სლავიანსკის და ბახმუტის აღებაზეა ორიენტირებული. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, უკრაინაში დაახლოებით 15 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და სამჯერ მეტი დაიჭრა, უკრაინელების დანაკარგები კი შედარებით ნაკლებია. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 358 ბავშვი დაიღუპა. მათივე ცნობით, მთელი უკრაინის მასშტაბით 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული იქნა რეგისტრირებული. უკრაინის პრეზიდენტი კი დასავლეთს მოუწოდებს, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას, რომ რუსეთი დამარცხდეს და სხვა ქვეყნებმა არ გამოცადონ ის, რაც უკრაინაში ხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში და სანქციების მეშვიდე პაკეტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
100 წელი პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან
რადიო თავისუფლება
12 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ოფიცრის მიერ, დამალული ოქრ...
David Davitlidze
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მოლდოვაში არაერთ კომპანიას ეკ...
Euronews Georgia
შევარდნაძის 1992 წლის 11 აგვისტოს სატელევიზიო გამოსვლა - აფხ...
Gabro
"ხელისუფლებაში ვინც არ უნდა იყოს, ომის იდეას არასოდეს ექნება...
mkhare. ge
რუსეთი არქტიკაში პოზიციების გამყარებას ცდილობს
ამერიკის ხმა