ომის 86-ე დღე უკრაინაში
უკრაინის ბევრ ოლქში კვლავ აფეთქებების ხმა ისმოდა. თვითმხილველების ცნობით, სულ მცირე სამი აფეთქების ხმა გაისმა ჟიტომირის ოლქში, ასევე ხმელნიცკში. გავრცელებული ცნობით, აფეთქებები იყო კიევის ოლქში, სადაც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. ფრთოსანი რაკეტა შენიშნეს ლვოვის ოლქშიც. რაც შეეხება რუსეთის სამხედროების სახმელეთო შეტევას, როგორც უკრაინის გენშტაბში ამბობენ, ოკუპანტები განაგრძობენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში. ამ უკანასკნელის დაბომბვას სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 14 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია რუსი სამხედროების კუთვნილი 29 ერთეული სამხედრო ტექნიკა. მათ შორის 8 ტანკი და 6 ავტომობილი. ბოლო 24 საათში, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს 50 დასახლებულ პუნქტს დონეცკსა და ლუგანსკის რაიონებში. დაზიანებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი. მათგან 31 სახლი. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბრძოლა გრძელდება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც რუსეთის ჯარი ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებასა და ზოგჯერ კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობს. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში შეძლეს ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავის განადგურება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნია ცხადებს, რომ უკრაინელებმა შეძლეს რუსებისთვის ინიციატივის წართმევა, თუმცა რუსული არმია უკრაინაზე საავიაციო და სარაკეტო იერიშების ინტენსივობას არ ამცირებს. მისი ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში, რუსეთი 10-14 სარაკეტო დარტყმას ახორციელებს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას და აძლიერებს ზეწოლას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე. ზელენსკიმ დონბასში არსებულ მდგომარეობას ჯოჯოხეთი უწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 536-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 42-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერაცია Dragonfly და მისი შედეგები — ომის 86-ე კვირა უკრაინ...
Formula News
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის პოლიტიკური გეოგრაფია — თეონა ბაკურიძის მიმოხილვა
Formula News
ომის დანაშაული უკრაინაში - გამოძიება და სამართლის აღსრულება
ამერიკის ხმა
სამხედრო საბჭო Military Council 1992
Lado Batiashvili
სომხეთ-საქართველოს ომის მეთაურები | ფოტოები
გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი