ომი უკრაინაში - 42-ე დღე
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 167 ბავშვია მოკლული და დაშავებულია 279 არასრულწლოვანი. ამ მონაცემს „ბი-ბი-სი“ ავრცელებს უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ბავშვია მოკლული უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქში. მსოფლიო შეძრულია უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ოკუპანტების სისასტიკის ამსახველი სხვადასხვა კადრებით. პარალელურად, ქვეყანაზე საჰაერო იერიშები გრძელდება. გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაბომბვის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 927 სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება. ქალაქი რუბეჟნოე ოკუპანტების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. დაღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკის ოლქშია. ბრძოლა ისევ გრძელდება ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, სადაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა. რუსეთის სამიზნე ასევე გახდა დნეპროპეტროვსკში ნავთობის ტერმინალი, რომელიც იერიშის შედეგად განადგურებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ ომის წამოწყებიდან დღემდე მოკლულია 18 600 რუსი სამხედრო მოსამსახურე. განადგურებულია 684 ერთეული ტანკი და 1 861 საბრძოლო მანქანა. ასევე 332 საარტილერიო სისტემა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 42-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 156-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 304-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 172-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 58 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - ბაიდენის ევროპული ტურნე
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - ინტერვიუ პროფესორ დარონ აჯემოღლუსთან
პირველი არხი - 42-ე პარალელი
ომი უკრაინაში და ენერგოუსაფრთხოება
პირველი არხი - 42-ე პარალელი