ომი უკრაინაში - 304-ე დღე

25.12.2022 00:42

უკრაინაში ომის 304-ე დღეა. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმის. გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიამ დაბომბა ნიკოპოლი, ხერსონზე კი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა თითქმის 60 ადამიანი, მათგან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსებმა ბახმუტში ჯარის წინსვლის სიჩქარე შეანელეს. ინსტიტუტის მონაცემებით, დეკემბრის თვეში რუსეთმა გაცილებით ნაკლები შეტევა განახორციელა, ვიდრე ოქტომბერში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: