ომი უკრაინაში - 32-ე დღე


უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, უკრაინაში 16 600 რუსი ჯარისკაცია მოკლული. განადგურებულია 582 ტანკი და 1664 ჯავშან მანქანა. ასევე 294 საარტილერიო სისტემა და შვიდი გემი. რაც შეეხება ვითარებას ფრონტზე, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები დანაკარგების შევსებას და გადაჯგუფებას ცდილობენ, რათა განაახლონ შეტევა კიევზე. გავრცელებული ცნობით, გუშინ ღამით და დღეს დილიდან რუსმა სამხედროებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი ხარკოვის მიმართულებით. დაშავებულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. უკრაინული მედია იუწყება, რომ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ასევე კიევის ოლქში. სამიზნე გახდა დასახლებული პუნქტები. არიან დაშავებულები. ამასთან, უკრაინელი სამხედროები კვლავაც განაგრძობენ მარიუპოლის დაცვას, რომლის ქუჩებშიც ბრძოლა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გუშინ უკრაინის არმიამ შეძლო გაეთავისუფლებინა რუსი ოკუპანტებისგან სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი. თუმცა, ამავე დროს დაკარგა კონტროლი ჩერნობილთან ახლოს მდებარე ქალაქე სლავუტიჩზე, სადაც ძირითადად ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებიც ცხოვრობენ. რაც შეეხება მსხვერპლს, გაერო-ს ცნობით, უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის სახალხო დამცველის ცნობით, მათ შორის არის 139 ბავშვი. გრძელდება მოქალაქეების ევაკუაცია, თუმცა, რუსი სამხედროები პროცესს აფერხებენ. უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან. ირინა ვერეშჩიუკის განცხადებით, რუსეთს კვაზიდერეფნებით უკრაინელები გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავს. უკრაინის ვიცე -რემიერი ასევე ამბობს, რომ დღეს ორი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან