საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში
ომის 28-ე დღე - უკრაინაში კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა კიევის ორი რაიონი „გრადებით“ დაბომბეს. გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა დააზიანეს შენობები სვიატოშინსკისა და შევჩენკოს რაიონებში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულები. დეტალები ზუსტდება. ადგილზე ექიმები და მაშველები მუშაობენ. დაიბომბა სავაჭრო ცენტრი, კერძო სექტორის სახლები და მაღალსართულიანი შენობები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნიგოვისა და კიევის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს. უკრაინის მედია წერს, რომ ოდესის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს. პენტაგონის ცნობით, არის ნიშნები, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს თავს, არამედ ზოგიერთ რაიონში შეტევაზეც გადადის. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა საჰაერო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში რუსეთის ექვსი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ქალაქ ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით გრძელდება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი. უკრაინაში მუშაობას განაგრძობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი - პირდაპირ კავშირზე რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე გამოდიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 28-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 139-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში - 98-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის კრიზისი - ომის 169 - ე დღე - მთავარი მოვლენები და პ...
Radio Atinati
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster