საომარი მოქმედებები უკრაინაში - 98-ე დღე
რუსული აგრესიის 98 - ე დღე უკრაინაში. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში სროლისა და აფეთქებების ხმა ამ წუთებშიც ისმის. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსები ლიმანზე შეტევას ახორციელებენ. ისევ რთული მდგომარეობაა სევეროდონეცკში, ოკუპანტები ქალაქის ცენტრის შტურმით აღებას ცდილობენ. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ რუსები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. სლავიანსკში, სევეროდონეცკში და რაიგოროდკაში ოკუპანტების საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის 21 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. განადგურებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ აღმოსავლეთ რეგიონებში ბრძოლის სირთულეს ის იწვევს, რომ უკრაინას საკმარისი შეიარაღება არ აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 132-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 98-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში - რატი ხვისტანის ჩართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაჩერებული „ბორჯომი“ - ფინანსთა მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორი წელი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster