გაჩერებული „ბორჯომი“ - ფინანსთა მინისტრის განცხადება
„ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ მუშაობის გაგრძელება შეძლოს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ნაბიჯებში, ლაშა ხუციშვილის თქმით, შესაძლებელია უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი. წარმოების გაჩერებასთან დაკავშირებით, კომპანია „აი-დი-სი ბორჯომმა“ წინა კვირას გააკეთა განცხადება. კომპანიაში განმარტეს, რომ ამის მიზეზი უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო დაწესებული სანქციებია. შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან IDS ბორჯომის საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი, მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. კომპანიის განმარტებით, როგორც კი სრულად აღდგება წვდომა მათ საბანკო ანგარიშებზე, დაუყოვნებლივ აღდგება სამუშაო პროცესიც და დასრულდება ახალი ქარხნის მშენებლობაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი...
საგამოძიებო სამსახური
„IDS ბორჯომის“ შეთავაზება მთავრობას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაჩერებული მუნიციპალური ტრანსპორტი და ლოდინი მთავრობის ახალ...
ტელეკომპანია ბორჯომი
გაჩერებული და დაცარიელებული ბაკურიანი
ტელეკომპანია ბორჯომი
როგორ აპირებს რეგიონის მთავარ გამოწვევებზე რეაგირებას ახლად...
ტელეკომპანია ბორჯომი
აღებული სესხები, გაჩერებული ტურიზმი და საერთაშორისო მოგზაურე...
ტელეკომპანია ბორჯომი
დღის ამბები - 2 ოქტომბერი
ტელეკომპანია ბორჯომი
"დღის ამბები" - 2 დეკემბერი
ტელეკომპანია ბორჯომი