„IDS ბორჯომის“ შეთავაზება მთავრობას
სანქციების გამო გაჩერებული „ბორჯომი“ ხელისუფლების პასუხს ელოდება. კომპანია მზად არის, აქციების ნაწილი მთავრობას უსასყიდლოდ დაუთმოს. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კომპანიის მართვაში მონაწილეობის უფლება ექნება. ასეთ შემთხვევაში ჩნდება პერსპექტივა, რომ „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ შეჩერებული საწარმოო პროცესი ისევ განაახლოს და ასეულობით თანამშრომელი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს. ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის შეთავაზების შესწავლა უკვე დაიწყო. „ბორჯომმა“ წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფინანსური ოპერაციების შესრულების პრობლემა შეექმნა. კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი რუსი ბიზნესმენია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„IDS ბორჯომის“ მფლობელის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომელთა პროტესტის მე-12 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მთავრობა „IDS ბორჯომ ინტერნეიშენელის“ მეწილეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster