საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა ფიზიკური პირი, რომ შეეძლო არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც თავის მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელს არ შეუშლიდნენ ფიზიკურ პირს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა ფიზიკურ პირს გამოართვა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. #საგამოძიებოსამსახური2021
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის ყოფილი მერის განცხადება სრულად
Radio Atinati
ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე საკუთარ კაბინეტში დააკავეს
MULTIMEDIA GE
საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახური
საგამოძიებო სამსახურმა საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახ...
Maestro Television
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტი გამოავლინა
Music Box
საგამოძიებო სამსახურმა ელექტროსიგარეტის უაქციზო თამბაქოს შენ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის სამი ფაქტი გამ...
Maestro Television
საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია სვეტის დირექტორი,...
PalitraNews