ზუგდიდის ყოფილი მერის განცხადება სრულად
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ "ქართული ოცნების" ოფისში ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით მოკლე განცხადება გააკეთა. რადიო "ათინათი" მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "დადგა ორშაბათიც. მოგესალმებით, მინდა, პირველ რიგში, საზოგადოებას მოთმინებისთვის მადლობა გადავუხადო და ბოდიში მოვუხადო იმ სიცრუის და ფაბრიკაციის ტირაჟირებისთვის, რომლის გაჟღერებაც ბოლო დროს მიზანმიმართულად ხდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა - ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის ჰქონდეს კითხვა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით, საქმის გამოძიებაზე, რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის. როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში, სამსახურებრივ მივლინებაში, ვიმყოფებოდი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის, მცირე კავშირშიც, რომ მქონდეს და თავს დამნაშავედ ვთვლიდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა, პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო. ვრჩები გუნდში, ქართული ოცნების დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება. მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს - ჩემს ამომრჩევლებს, რომლებმაც მომცეს მანდატი, ვყოფილიყავი ჩემთვის საუკეთესო ქალაქის მერი. მადლობა ჩემს თანამშრომლებს ერთად განხორციელებული ამბიციური პროექტებისთვის, მადლობა სამოქალაქო სექტორს, მედიას ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და მე დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. დროებით...", - თქვა გოგიამ. ლაშა გოგიას მიმართ ქრთამის შესაძლო აღებასთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება 338-ე, ქრთამის აღების მუხლით დაიწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის ყოფილი მერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ინფორმაციას ფლობს ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი ქრთამის აღები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკადრო ცვლილებები და გახარიას გუნდის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის ყოფილი მერის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახა მიქაიას გამოკითხვა დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეუფე იაკობის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში თენგო ქობალიას მხარდასაჭერ აქციაზე ხმაურია
Radio Atinati