მეუფე იაკობის განცხადება
მეუფე იაკობის განცხადებებზე, სადაც ის პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში მთავრობის ყოფილ და მოქმედ მეთაურებს და სხვა მაღალჩინოსნებს ასახელებს, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს საპატრიარქოში. როგორც ცნობილია, რამდენიმე მეუფე საპატრიარქოში შეკრებას და სპეციალური განცხადების გავრცელებას გეგმავს. დღეს დილით ბოდბის ეპარქიაში არ გამოჩენილა და არც საკვირაო წირვა ჩაუტარებია თავად ეპისკოპოს იაკობს. უცნობია, ელოდებიან თუ არა მას საპატრიარქოში. საკვირაო წირვაზე არ გამოჩენილა არც კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორის ექიმი ცისანა შარტავა ამბობს, რომ უწმინდესი თავს შეუძლოდ გრძნობს, ის გაციებულია და რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. წირვაზე არ მისულა არც მიტროპოლიტი შიო. კომენტარი მომხდარზე მხოლოდ ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. ის სასწრაფოდ სინოდის შეკრებას მოითხოვს და მეუფე იაკობის განცხადებებზე პასუხისმგებლობას კათოლიკოს-პატრიარქს და მის გარემოცვას აკისრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეუფე იაკობის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეუფე იაკობის განცხადება
GeoPolitNews
მეუფე იაკობის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეუფე იაკობის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეუფე იაკობის განცხადება
TV IMEDI
მეუფე იაკობის განცხადება
TV IMEDI
მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება
TV IMEDI
გამოხმაურება მეუფე იაკობის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster